1.პროექტის სახელწოდება: ჩემი სოფელი
11. პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა კვერღელიძე
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა კარგად გაიცნონ თავიანთი სოფელი. დააფასონ ადგილი, სადაც იზრდებიან და უნდა დამკვიდრდნენ.
3. პროექტის აქტუალობა: ფიქსირდება სოფლებიდან ქალაქებში საცხოვრებლად გადასვლის ფაქტები, ამიტომ მოსწავლეებში ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩაინერგოს სოფლისადმი სიყვარული და საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობა სოფლის განვითარების საკითხში.
4. პროექტის მიზნები: სოფლის უკეთ გაცნობა; ავტორიტეტ ადამიანებთან დიალოგის გამართვის უნარ – ჩვევის განვითარება; გამოფენის მოწყობა: ,,ჩემი სოფელი“; კედლის გაზეთის გამოშვება.
5.მონაწილეთა ასაკი: 8 – 9 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 6 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: უკეთ გაეცნობიან სოფელს; სკოლაში მოეწყობა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, სურათების ჩვენება; გამოვუშვებთ კედლის გაზეთს.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, კალამი, ფანქრები, თაბახის ფურცლები, დისკი, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა:
დღე I - აქტივობა 1. გაკვეთილიდან გამომდინარე თემის შერჩევა.
აქტივობა 2. მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა. ჯგუფებს ეძლევათ სხვადასხვა დავალება.
დღე II - აქტივობა 3. დავათვალიერებთ სოფლის ეკლესიას და ასევე მშენებარე ეკლესიას. დავათვალიერებთ რკინიგზის სადგურს და მიმდებარე ტერიტორიას. გადაიღებენ სურათებს, გააკეთებენ ჩანახატებს.
დღე III - აქტივობა 4. დავათვალიერებთ ახალაშენებულ ობიექტებს.
დღე IV - აქტივობა 6. მოეწყობა ლაშქრობა მდინარე ნატანების სანაპიროზე. გადაიღებენ სურათებს, გააკეთებენ ჩანახატებს.
დღე V- აქტივობა 7. სკოლაში ჩატარდება ღონისძიება. მოვიწვევთ სოფლის ავტორიტეტებს. მოვახდენთ ნანახის პრეზენტაციას. მოვაწყობთ გამოფენას: ,, ჩემი თვალით დანახული ნატანები“.
დღე VI - აქტივობა 8. გამოვუშვებთ კედლის გაზეთს ,,ჩემი სოფელი“.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნებასთან.
.გ.IV.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს, მათ შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ხატავს თავის გარემოს - ქალაქს, სოფელს, სატრანსპორტო საშუალებებს (მატარებელს, მანქანას, თვითმფრინავს), ხიდებს, შენობებს, მოედნებს და სხვ.;
ს.გ.IV.6. მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში (ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაში, ფუნქციების განაწილებაში);
11. პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა კვერღელიძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xatunakvergelidze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий